fbfbfbfbfb.jpg

სიემჯი ჯგუფი გთავაზობთ, ეკოლოგიურად სუფთა, #1 თბოიზოლაციის კოეფიციენტის მქონე , პოლიურეთანის ქაფით: საცხოვრებელი სახლების, საწყობების, სასტუმროების, საწარმოო შენობების, რეზერვუარების, სატრანსპორტო საშუალებების თბოიზოლაციას, ხმის და ჰიდროიზოლაციას. 

პოლიურეთანის ქაფით თბოიზოლაციის 10 უპირატესობა!

უპირატესობა ნომერი 1. 

პოლიურეთანის ქაფი ხასიათდება ერთერთი ყველაზე საუკეთესო თბოგამტარობის კოეფიციენტით.

უპირატესობა ნომერი 2.

პოლიურეთანის ქაფი იდეალური გადაწყვეტილებაა, რთულ რელიეფური ზედაპირების და რთულად მისადგომი ადგილებისთვის.

უპირატესობა ნომერი 3.

პოლიურეთანის ქაფი ხასიათდება საუკეთესო ადგეზიის - შეწებების უნარით ნებისმიერ სამშენებლო მასალის ზედაპირზე.

უპირატესობა ნომერი 4.

პოლიურეთანის ქაფით თბოიზოლაცია სრულდება რეკორდულად სწრაფ დროში, საშუალოდ 200-250 კვადრატული მეტრი ერთ სამუშაო დღეში.

უპირატესობა ნომერი 5.

პოლიურეთანის ქაფი გამოირჩევა გრძელვადიანი მომსახურების ვადით, საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 25 წელია, ეფექტურობის საშუალო ვადა 50 წელი.

უპირატესობა ნომერი 6.

პოლიურეთანის ქაფით თბოიზოლაცია ეს არის ზედაპირის მონოლითური, გადაბმების გარეშე დაფარვა, რაც სრულიად გამოირიცხავს ტემპერატურის დაკარგვის რისკს.

უპირატესობა ნომერი 7.

პოლიურეთანის ქაფი ბიოლოგიურად და ქიმიურად მდგრადი პროდუქტია.
საღებავები, წებო, მჟავა და ტუტე გარემო, ბაქტერიები პოილიურეთანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

უპირატესობა ნომერი 8.

პოლიურეთანის ქაფით არ იკვებებიან და ვერ ანადგურებენ მღრნელები, ასევე პოლიურეთანის ქაფზე არ წარმოიქმნება სოკოები.

უპირატესობა ნომერი 9.

პოლიურეთანის ქაფი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ჩვენი პროდუქცია დამზადებულია წყლის საფუძველზე. შესაბამისად პოლიურეთანი გამოიყენება ფეხსაცმლის, ლეიბების, ბალიშების, სავარძლების, საწოლების, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ინტერიერისა და სკამების, სახლის მაცივრების, პროტეზების წარმოებაში... ალბათ, რომ არსებობდეს უკეთესი ალტერნატიული პროდუქცია, პოლიურეთანი არ იქნებოდა ასე ფართოდ გამოყენებული, ესეთ საპასუხისმგებლო პოზიციებში...

უპირატესობა ნომერი 10.

პოლიურეთანის ქაფს ცეცხლი არ ეკიდება.
უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, პოლიურეთანის ზედაპირზე ცეცხლი არ ვრცელდება და ქვრება მაშინვე, როგორც კი ცეცხლის წყარო შეწყვეტს კონტაქტს პოლიურეთანთან.

პოლიურეთანის ქაფით თბოიზოლაცია

შენობის დათბუნება შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სხვენის თბო იზოლაციის გარეშე, რადგან სწორედ სახურავიდან ხდება ძირითადი სითბოს დაკარგვა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ოფისები და ადმინისტრაციული შენობები ისევე საჭიროებენ სხვენის თბო იზოლაციას, როგორც კერძო საცხოვრებელი სახლები. შენობაში არსებული კომფორტი, გათბობაზე გადასახადი თანხა და სხვენის ტექნიკური მდგომარეობა დამოკიდებულია, თუ რამდენად ხარისხიანია სხვენის თბო იზოლაცია.

სამშენებლო მასალების თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს სახურავის დათბუნების მრავალ მეთოდს. არსებობს სხვადასხვა ტიპის მასალები, რომლებითაც შეიძლება მოვახდინოთ სხვენის თბოიზოლაცია. ეს შეიძლება იყოს მინერალური ბამბის ფილები, კერამზიტი, პენოპლასტის გრანულები, ხოლო ზოგიერთები იყენებენ ძველ ცეცხლსაშიშ მეთოდებს და სხვენზე ყრიან ნახერხს. თბო იზოლაციის ყველა ეს მეთოდი კარგია, მაგრამ რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტური და საუკეთესო?!

ფილოვანი მასალები მოითხოვს ზედაპირის წინასწარ მომზადებას, ანუ კარკასის მომზადებას ფილების ზომის მიხედვით და პარაიზოლაციის შრის დაგებას. ეს შრე უნდა დაიგოს ისე , რომ არ იყოს ნაპრალები , რადგან საცხოვრებელი ფართიდან ამოსული ორთქლი ჩაჯდება მინერალურ ბამბაში კონდენსატის სახით და მოახდენს მის თანდათანობით დაშლას. ხოლო არასწორად შეჭედილი კარკასი წარმოქმინს ფილებს შორის სიცარიელეს და თბოიზოლაციის ეფექტს ნულამდე დაიყვანს.

კერამზიტი და პენოპლასტის გრანულები, რომლებიც ახდენენ სხვენის დათბუნებას, ასევე იგროვებენ კონდენსატს, რაც წარმოქმნის კარკასზე სოკოსა და ობს. ამასთან აფარებენ მასალებში თავს მღრნელები, ვფიქრობ სალაპარაკოდაც არ ღირს, რამდენი ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ. ამიტომ შენობის დათბუნების ან სხვენის თბოიზოლაციისათვის უკეთესია გამოვიყენოთ უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით პოლიურეთანის ქაფით დათბუნება, რომელიც იქნება უნაკერო და მონოლითური.

პოლიურეთანის ქაფით თბო იზოლაციის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ, მას არ გააჩნია ნაკერი და არის მონოლითური. ოპერატორი, სპეციალური აპარატის საშუალებით აფრქვევს ნარევს დასათბუნებელ ზედაპირზე. სიემჯი ჯგუფის შემთხვევაში ვიყენებთ, უახლესი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აპარატების მწარმოებელ, გრაკო- ბრენდის უახლეს აპარატურას. ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ პოლიურეთანი ქაფდება და 10-12 წამის განმავლობაში მყარდება. თანდათანობით ოპერატორი პოლიურეთანის ფენას აფრქვევს მთელ ფართზე და უკვე 5 წუთის შემდეგ უკანასკნელი შრის დადებიდან თბოიზოლაცია მზადაა ექსპლუატაციისათვის. ერთ დღეში შესაძლებელია 350 2-მდე ზედაპირის თბო იზოლაცია, პოლიურეთანი შეიძლება გამოვიყენოთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ პროფილურ ზედაპირებზე. საუკეთესო ადგეზიის წყალობით ის არ ითხოვს დამატებით დამაგრებას ზედაპირზე და შეიძლება მისი გამოყენება ხეზე, ბეტონზე, მეტალზე და სხვა მასალებზე.

იმისათვის, რომ შევამციროთ სითბოს დანაკარგი შენობაში, საკმარისია სხვენის და იატაკის დათბუნება, ამასთან სხვენი დარჩება ცივი. პოლიურეთანის გამოყენება არ საჭიროებს ორთქლოის საიზოლაციო მასალის დაგებას, რადგან პოლიურეთანი ორთქლგაუმტარი და წყალგაუმტარია. თუ თქვენ გადაწყვეტთ სხვენზე საკუჭნაოს მოწყობას, მაშინ გირჩევთ სხვენის მთლიან დათბუნებას. ამ შემთხვევაში, ნივთები, რომლებიც შეინახება სხვენში, არ დაზიანდება კონდენსატითა და დაბალი ტემპერატურით.

საკუთარ სახლში მანსარდის დათბუნება ითხოვს მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვენის დათბუნბა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მანსარდა საცხოვრებელი ადგილია, რომელსაც ცივ ჰაერთან შეხების დიდი ფართობი გააჩნია, ვიდრე სხვა ოთახებს. საცხოვრებელი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ მოთხოვნებს, რათა მათში ცხოვრება კომფორტული იყოს.ეს ასევე ეხება მანსარდსაც. ის საჭიროებს არა მარტო ხარისხიან თბოიზოლაციას , ასევე საჭიროა ჰიდროიზოლაცია და ხმის იზოლაცია, ასევე ეკოლოგიური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა. ყველა ზემოთჩამოთვლილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებს პოლიურეთანის ქაფით თბოზიოლაცია . ამასთან მანსარდას გააჩნია დახრილი ზედაპირი და რთული გეომეტრია. პოლიურეთანის ქაფის გარეშე მანსარდის თბოიზოლაცია ძალიან რთული და შრომტევადია, პლუს პოლიურეთანთან შედარებით ბევრად არაეფექტური.

მანსარდის შიგნიდან დათბუნება ფილოვანი მასალებით მრავალი ეტაპისაგან შედგება და შრომატევადია, ხოლო როგორ შედეგს მივიღებთ გაურკვეველია. ყველაფერთან ერთად მინერალური ბამბის მოხმარების ხანგრძლივობა არ აღემატება 5 წელს, ეს კი ნიშნავს, რომ მალე მოგიწევთ ყველა პროცედურის გამეორება, რაც დროისა და თანხების ფუჭად ხარჯვაა. სულ სხვაა პოლიურეთანის ქაფით თბო იზოლაცია, რომლის მოხმარების ვადა მინერალური ბამბის მოხმარების ვადას ბევრად აღემატება.

პოლიურეთანის ქაფით მანსარდის სახურავის დათბუნება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. პოლიურეთანი კარგად ჯდება დახრილ ზედაპირებზე და იმეორებს რთულ ფორმებს. მისთვის წინაღობას არ წარმოადგენს კარკასი და კომუნიკაციები. ამასთან, პოლიურეთანის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტის გამო, პოლიურეთანის შრის სისქე გაცილებით ნაკლებია , ვიდრე მინერალური ბამბის, თბოიზოლაციის ერთნაირი მაჩვენებლების დროს. თბო იზოლაციის შრე ისხმება ნაკერების გარეშე, ის მონოლითურია. ეს კი ნიშნავს, რომ სიცივის ხიდები საერთოდ არ არის დამათბობელში. მანსარდის კედლების დათბუნება პოლიურეთანით, სახურავთან და იატაკთან ერთად წარმოადგენს თბოიზოლაციური მასალების მონოლითურ შრეს, რომელიც გამძლეა სოკოს მიმართ, გამოუსადეგარია მღრნელებისა და წერებისათვის.

პოლიურეთანს ხმის იზოლაციის და თბო იზოლაციის უმაღლესი კოეფიციენტი გააჩნია. ის არ ლპება და არ ჯდება, ეკოლოგიურად სუფთაა და ქიმიურად ნეიტრალური. მაგალითისათვის, 5-7სმ პოლიურეთანის ქაფის შრე 50-55სმ სისქის ბეტონის თბო იზოლაციის იდენტურია! შენობების დათბუნება პოლიურეთანის ქაფის დახმარებით, საშუალებას იძლევა დავზოგოთ თანხები და დრო, ასევე გავაკეთოთ ეკონომია შენობაში საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.